Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცით, ვინ ხუჭავს თვალს, ვის არ სურს, დაინახოს რუსეთის სამხედრო დანაშაული

ნახვები: 449 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცით, ვინ ხუჭავს თვალს, ვის არ სურს, დაინახოს რუსეთის სამხედრო დანაშაული

რუსეთი უკრაინის მიწაზე ტერორს ახორციელებს. 100 ათასამდე ადამიანი მარიუპოლში, სადაც უმძიმესი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, საკვების გარეშეა დარჩენილი, ვიღაცები კი ამ დროს შეგნებულად არ იმჩნევენ, რა ხდება უკრაინაში, რადგან ურჩევნიათ, რეალობას თვალი აარიდონ და რუსულ ფულზე უარი არ თქვან, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს.

მან ფრანგ პარლამენტარებს უთხრა, რომ ამ ომის დასრულების გასაღები ნაწილობრივ პარტნიორების ხელშიცაა, რადგან რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს.

„იცით ახლა რა ხდება მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში? რუსებმა დაბომბეს საავადმყოფოები, დასახლებული კორპუსები, სამშობიარო, სადაც მშობიარე ქალები და ახალშობილები იმყოფებოდნენ. საავადმყოფოში ერთი ქალი იყო, რომელსაც კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა, მისი შვილი დაბადებამდე დაიღუპა. ეს ქალიც ცოტა ხანში გარდაიცვალა, სიკვდილამდე კი ექიმს უთხრა, ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ ჩემი შვილი ცოცხალი აღარააო. ასე ატერორებს რუსეთი უკრაინელ ხალხს და ჩვენ ვიცით, ვინ ხუჭავს თვალს ამ დანაშაულზე, ვიცით, ვის არ სურს, დაინახოს რუსეთის სამხედრო დანაშაული“, – განაცხადა ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა