მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რუსებმა რუბიჟნეში ფოსფორის ბომბი გამოიყენეს, დაიღუპა 4 ადამიანი, მათგან 2 ბავშვია

ნახვები: 406 რუსებმა რუბიჟნეში ფოსფორის ბომბი გამოიყენეს, დაიღუპა 4 ადამიანი, მათგან 2 ბავშვია

ლუგანსკის რეგიონის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთმა ლუგანსკის ქალაქ რუბიჟნეში ფოსფორის ბომბი გამოიყენა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. დაღუპულთაგან 2 ბავშვია.

გაიდაი აცხადებს, რომ რუბიჟნეში შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია.

„მძიმე მდგომარეობაა რუბიჟნეში, სადაც ქალაქის შუაგულში შეტაკებები გრძელდება. დადასტურებული ინფორმაციით, ჩვენ 4 დაღუპული გვყავს, რომელთაგან 2 ბავშვია და 6 ადამიანი დაჭრილია", - აცხადებს გაიდაი.

სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ლუგანსკის ქალაქებს: სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნეს, კრემენნაიას, ნოვოდრუჟესკის და ვოევოდივკას ბომბავენ.

მისი თქმით, ლუგანსკის ტერიტორიაზე გასულ 24 საათში მძიმე საჰაერო თავდასხმები მიმდინარეობდა. ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით ლუგანსკის რეგიონში გასულ დღე-ღამეში მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 31 ობიექტი, მათგან 10 საცხოვრებელი კორპუსია, 13 კი კერძო სახლი.

ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, 100 000-ზე მეტი მოქალაქე რეგიონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა