ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნატო არ არის ჩართული მხარე ამ ომში და არ იქნება-ბელგიის პრემიერი

ნახვები: 392 ნატო არ არის ჩართული მხარე ამ ომში და არ იქნება-ბელგიის პრემიერი

ნატო არ არის ჩართული მხარე ამ ომში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის ფედერაციის დასასუსტებლად, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო ამას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით აკეთებს.

„ეს არის რუსეთის ფედერაციის მიმართ თავშეკავების გამოვლენის მომენტი. ასევე არის მომენტი, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად. უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა წარმოუდგენელი გამძლეობა რუსეთის ლიდერის მიმართ, რომელმაც რეალურად დაკარგა გონივრული აზრი ამ დღეებში. ნატო არ არის ჩართული მხარე ამ ომში და ჩვენ არ ვიქნებით ჩართული ომში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის ფედერაციის დასასუსტებლად. ჩვენ ამას ვაკეთებთ სანქციებით, რომლებითაც ვმოქმედებთ. ამ სანქციებს დიდი გავლენა აქვს. ბელგიის მხრიდან ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას. ჩვენ დღეს ვართ წარმოდგენილი აღმოსავლეთ ფლანგზე ორ ადგილას, ესტონეთში, რუმინეთში და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებს მივიღებთ", - განაცხადა ალექსანდრ დე კრუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მიმართ მათი გზავნილი საკმაოდ მკაფიო იყო.

„ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ მკაფიო ვიყავით ჩვენს გზავნილებში ჩინეთის მიმართ. მიმაჩნია, რუსეთის ფედერაცია იზოლირებულია, რადგან აწარმოებს ომს, რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერ საერთაშორისო კანონს, ხდება ჰუმანიტარული სამართლის სრული უგულებელყოფა. ეს არის ის, რაც მართალი გითხრათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში არსად გვინახავს. რუსეთი კი დღეს სრულიად იზოლირებულია, ის უნდა დარჩეს იზოლირებული, რათა დასუსტდეს და ომის წარმოების უნარები შეუმცირდეს. ვფიქრობ, ჩინეთისთვის ძალიან მკაფიო გზავნილი იყო - გთხოვთ, შეინარჩუნოთ დისტანცია და დღემდე ჩინეთი ამას აკეთებს", - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა