ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტს მიმართა

ნახვები: 369 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტს მიმართა. ზელენსკის თქმით, უკრაინა გაერთიანდა მშვიდობისთვის, ხოლო მშვიდობისთვის უკრაინა აერთიანებს მთელ მსოფლიოს.

„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ – თქვენ ერთიანი ხართ, გაერთიანებული ჩვენს ირგვლივ. მთავარია, რომ გაერთიანდით. და ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას. სანქციები გამოიყენეთ. მადლობელი ვართ. ეს არის ძლიერი ნაბიჯები, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო. პრევენციული რომ ყოფილიყო, რუსეთი არ მოვიდოდა ომით. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად არავინ იცის, თუმცა შანსი იყო. თქვენ დაბლოკეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი. და ეს მართალია. მაგრამ ასევე გვიანი იყო. რადგან დროული რომ ყოფილიყო, რუსეთი გაზის კრიზისს არ შექმნიდა. ყოველ შემთხვევაში, შანსი იყო. ახლა თქვენთან ერთად ვამზადებთ უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. როგორც იქნა. აქ კი გთხოვთ – არ დააგვიანოთ, გთხოვთ. ამ თვის განმავლობაში თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, შეგეფასებინათ ეს სამყაროები და ხედავთ ყველაფერს, ვის რა ფასი აქვს. და რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირში უნდა იყოს ამისთვის ყველაფერი გაქვთ. ჩვენ გვაქვს ეს შანსი” , – განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოთვალა ევროკავშირის ის ქვეყნები, ვინც მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას და ვინც ყოყმანობს ან თავს იკავებს. პრეზიდენტმა ყურადღება უნგრეთზე და გერმანიაზე გაამახვილა.

„უნგრეთი, აქ მსურს შევჩერდე და ვიყო გულწრფელი. ერთხელ და სამუდამოდ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, ვისკენ ხართ. თქვენ სუვერენული სახელმწიფო ხართ. მე ვარ ნამყოფი ბუდაპეშტში. ვნახე მემორიალი, ფეხსაცმელები მდინარე დუნაის სანაპიროზე. მასობრივ მკვლელობებზე. მისმინე, ვიქტორ, იცი რა ხდება მარიუოპოლში? ჩადი შენს სანაპიროზე, შეხედე იმ ფეხსაცმელებს და ნახავ, როგორ მეორდება მსოფლიოში მასობრივი მკვლელობები. ამას აკეთებს დღეს რუსეთი. შენ კი ეჭვი გეპარება დააწესო სანქციები თუ არა. არ ხარ დარწმუნებული გაატარო იარაღი თუ არა. გიჭირს გადაწყვიტო ივაჭრო რუსეთთან თუ არა. დაეჭვების დრო არ არის. დროა, გადაწყვიტო. ჩვენ გვჯერა შენი. გვჯერა შენი ერის. გვჯერა ევროკავშირის და გვჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში გერმანიაც ჩვენს გვერდით იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა