კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედვედევი - ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა, დენაციფიკაციის მიღწევამდე უნდა გაგრძელდეს

ნახვები: 390 მედვედევი - ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა, დენაციფიკაციის მიღწევამდე უნდა გაგრძელდეს

უკრაინაში ოპერაცია დასახული მიზნების -  დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევამდე უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, სპეცოპერაცია უპირველეს ყოვლისა იმიტომ მოხდა, რომ ის მიზნები, რასაც რუსეთის სახელმწიფო ისახავდა, ვერ იქნა მიღწეული დიპლომატიური გზით

მისივე განცხადებით, ეს ოპერაცია, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მოამზადა და დაამტკიცა უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა.

„აშკარაა, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმ მიზნების მიღწევამდე, რაც დასახული იყო ქვეყნის პრეზიდენტის მიერ. ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს; უკრაინის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფო, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი, ამიტომ, ვიდრე უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის თაობაზე შედეგები არ მიიღწევა, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს – როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ქვეყნის პრეზიდენტის მიერ“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა