კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 452 რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ-ირაკლი კობახიძე

რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი და რუკის ფონზე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, შეიჭრას საქართველო სოხუმსა და ცხინვალში; ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი და ყველას კარგად გვესმის, მის უკან რა ინტერესი შეიძლება იდგეს, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტვის" ეთერში.

კობახიძის თქმით, ეს რიტორიკა ისმის პირდაპირი ფორმითაც და მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში.

„ჯერჯერობით, პოლიტიკოსები იმდენად ვერ ბედავენ, მაგრამ თუ ჩართავთ მათ სატელევიზიო არხებს - „მთავარ არხს", „ტვ პირველს", „ფორმულას", მათ ეთერებში პირდაპირი თუ ირიბი ძალიან ღია რიტორიკა გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. რამდენჯერმე პოლიტიკოსებმა სცადეს ამ თემის შემოტანა დისკუსიაში, იგივე უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ისინი ღიად საუბრობენ ომზე, იარაღზე და ა.შ. ჩვენ რომ ვუპასუხეთ, უსუფაშვილს უკან დაწევა მოუწია, მაგრამ მცდელობა იყო. რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი ამასწინათ და რუკის ფონზე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, შეიჭრას საქართველო სოხუმში და ცხინვალში. ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი და ამის უკან რა ინტერესი შეიძლება, იდგეს, ყველას კარგად გვესმის, თუმცა, ამ სიღრმეებში არ შევალ, რადგან ძალიან მგრძნობიარე თემაა. ერთი, რაც შეიძლება ცალსახად ითქვას, არის ის, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ შანსს ხედავენ საქართველოში ვითარების არევაში და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვაში. ისინი ვერანაირად ვერ ახერხებენ ხელისუფლების პოზიციების შერყევას და რა თქმა უნდა, საქართველო რომ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, ეს ბევრ სხვა სიმძიმესთან ერთად გამოიწვევს იმასაც, რომ შესუსტდება ხელისუფლების სისტემა, რაც მმართველ პარტიაზეც აისახება. ეს არის მათი მიზანი, რაზეც ღიად საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ყველა პროვოკაციიდან ჩანს, რომ მათ ახლა ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, ეს არის ომის პარტია, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა