საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი გათავისუფლებულია

ნახვები: 319 რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი გათავისუფლებულია

რუსეთის ძალების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი იური ფომიჩევი გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის" რუსული სამსახური უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურზე" დაყრდნობით ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ქალაქ სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი დემონსტრაცია გრძელდება.

მანამდე, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პავლიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, დაიკავეს ქალაქის საავადმყოფო და გაიტაცეს მერი იური ფომიჩევი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ასევე ჰაერში ცეცხლი გახსნეს უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, ასევე ისროლეს შუქ-ხმოვანი ყუმბარა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა