ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „ჯალათი“ უწოდა

ნახვები: 462 ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „ჯალათი“ უწოდა

ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „ჯალათი" უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი" ავრცელებს.

ჟურნალისტებმა ჯო ბაიდენს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, რაზეც აშშ-ის ლიდერმა უპასუხა, რომ ვლადიმერ პუტინი „ჯალათია".

რაც შეხება უკრაინელ ლტოლვილებს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამგვარ ადგილებში სტუმრობისას მას ყოველთვის აოცებს ადამიანთა სულის სიღრმე და სიმტკიცე.

„ეს წარმოუდგენელია. როდესაც ამ პატარა ბავშვებს ხედავ, უბრალოდ გინდა, ჩაეხუტო და უთხრა, მადლობა.

თითოეულმა ამ ბავშვებიდან თქვა მსგავსი რამ - „ილოცეთ ჩემი მამისთვის ან პაპისთვის ან ძმისთვის, რომელიც იბრძვის". მე მახსოვს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვინმე ომის ზონაში გყავს", - განაცხადა ბაიდენმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა