კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - ახლა დასავლეთი უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

ნახვები: 341 ჯო ბაიდენი - ახლა დასავლეთი უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

 

მიუხედავად ვლადიმერ პუტინის სისასტიკისა, შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს ომი არის სტრატეგიული მარცხი რუსეთისთვის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას.

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინს ეგონა, რომ უკრაინას უბრძოლველად გადაუვლიდა, მაგრამ ღირსეული მეტოქე დახვდა.

„მე თავადაც დავკარგე შვილები და ვიცი, რომ ეს არ არის ნუგეში ოჯახებისთვის, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. მაგრამ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას უბრძოლველად გადაუვლიდა. ამის ნაცვლად, რუს სამხედროებს დახვდათ ღირსეული მეტოქე მამაცი და ხისტი უკრაინელების სახით. უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვის ნაცვლად, რუსეთის სასტიკმა ტაქტიკამ გააძლიერა წინააღმდეგობა, ნატო-ს დაშლის ნაცვლად, ახლა დასავლეთი უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რუსეთს სურდა, რომ მის საზღვრებთან ნატო ნაკლებად ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ახლა რუსეთის სიახლოვეს ნატო უფრო მეტად და ძლიერადაა წარმოდგენილი, 100 000-ზე მეტი ამერიკელი და ნატოელი ჯარისკაცით. რუსეთმა გამოიწვია ის, რაც მას არასდროს ჰქონდა მიზნად. დემოკრატიები მსოფლიოში გამოცოცხლდნენ, მათ ამოძრავებთ მიზანი და ისინი ერთიანები არიან, რისი მიღწევაც მოხერხდა რამდენიმე თვეში; ადრე ამას წლები სჭირდებოდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა