ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საწვავის ფასების გაძვირების წინააღმდეგ აქციის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას-

ნახვები: 378 საწვავის ფასების გაძვირების წინააღმდეგ აქციის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას-

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 27 მარტს გამართული საპროტესტო აქციის მიღმა, რომელიც საწვავის ფასების შემცირების მოთხოვნით გაიმართა, ნაციონალური მოძრაობა იდგა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიამ, შემდეგ კი უკრაინაში რუსეთის ომმა ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა და ეს საქართველოზეც აისახება.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკანაც პირდაპირ დგას ნაციონალური მოძრაობა.

მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებს ფასები. ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულები, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც აქედან გამომდინარეობს.

კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა. მაგალითად, აშშ-ში ბოლო 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. იგივე ეხება მთლიანად ევროზონას.

ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევა ინფლაცია, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, ჩვენზეც აისახება.

იყო პანდემია, რომელსაც დაემატა ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი, ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში. ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე: ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე". - თქვა ღარიბაშვილმა.

შეადარა:

"ზოგადად, შედარებისთვის, მინდა, რომ მოქალაქეებს ავუხსნა - ამ კრიზისების ფონზე - კოვიდ-პანდემია, პოსტ პანდემიური პერიოდი, ახლა უკვე ეს კრიზისი და ომი უკრაინაში. თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, რაც რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, გააზრებულად ვუდგებით. მე არ მინდა, შედარება კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა.

საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების იყო 6,2 %. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობის 9 წლიან პერიოდში 4,1% არის საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია. ასე, რომ ამას სჭირდება კარგად გააზრება., ჩვენ გვესმის და ვაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია. სწორედ ამ მიზნით იყო ის ნაბიჯები, რა გადავდგით, იგივე თუნდაც მედიკამენტების გაიაფება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდია და ა.შ.".- თქვა ღარიბაშვილმა.

27 მარტს თბილისში საწვავის ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას;
დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას;
ხელოვნური მონოპოლიების დაშლას.
მათი თქმით, ეს საწვავის ფასს 80-90 თეთრით შეამცირებს.

აქცია თავდაპირველად მსვლელობით დაიწყო, მოგვიანებით კი მათ რამდენიმე ადგილას ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდაცველებს შორის. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 20 ადამიანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა