თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„ნაციონალური მოძრაობა“ მიზეზს ეძებს, რომ წაგებულ არჩევნებში როგორმე მონაწილეობა აღარ მიიღოს-ირაკლი ჭეიშვილი

ნახვები: 366 „ნაციონალური მოძრაობა“ მიზეზს ეძებს, რომ წაგებულ არჩევნებში როგორმე მონაწილეობა აღარ მიიღოს-ირაკლი ჭეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა" მიზეზს ეძებს, რომ წაგებულ არჩევნებში როგორმე მონაწილეობა აღარ მიიღოს. მათ კარგად იციან შიდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბათუმში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს პირწმინდად აგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილმა აღნიშნული განცხადებით უპასუხა „ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც „ქართული ოცნება" საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა.

როგორც „ქართული ოცნების" ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება მათემატიკის უცოდინრობას.

„საქმე გვაქვს მათემატიკის უცოდინრობასთან. გასული წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 2 0138 ამომრჩეველი, 15 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია 2 0635, ანუ დაახლოებით 500 კაცია სხვაობა. ამ ხუთასიდან 99 სრულწლოვანი გახდა. ოლქის ტერიტორიაზე ადგილზევე მისამართი 235 პირმა შეიცვალა, პირადობა აღადგინა 138-მა. კითხვა მაქვს, თუ ისე შეიძლება არჩევნების მოგება, როგორც „ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, თვითონ არ დაარეგისტრირებდნენ მომხრეებს? არ გაუკეთებიათ თუ არ უკადრებიათ", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ" „ქართული ოცნება" ბათუმში, ორი აპრილისთვის დაგეგმილი საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში 1 053 ახალი ამომრჩეველი პირველიდან 16 მარტამდე დარეგისტრირდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა