ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დანილოვის არამეგობრული განცხადება ჩვენთვის მიუღებელია-ბექა ოდიშარია

ნახვები: 412 დანილოვის არამეგობრული განცხადება ჩვენთვის მიუღებელია-ბექა ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეფასებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია.

მისივე თქმით, უკრაინისთვის საქართველო გასცემს მაქსიმალურ დახმარებას, როგორც საერთაშორისო პლატფორმების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელია ეს ჟესტი. ვფიქრობ, ძალიან რთულია, რამე ჩარჩო მოუძებნო. მესმის, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს ალბათ წინდახედულობა და თავდაჭერილობა მართებს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს მისი ქვეყანა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, უკრაინისთვის ჩვენ გავცემთ მაქსიმალურ დახმარებას, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ასეთი ტიპის არამეგობრული განცხადება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა