კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების უარი პუტინის მოთხოვნას, "ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ"

ნახვები: 448 „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების უარი პუტინის მოთხოვნას, "ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ"

„დიდი შვიდეულის" ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ.

აღნიშნულის შესახებ, გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

„დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა", - განაცხადა ჰაბეკმა.

მისი თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ.

„რუბლით გადახდა მიუღებელია და დაინტერესებულ კომპანიებს მოვუწოდებთ, არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნები. პუტინის მხრიდან ჩვენი დაყოფის მცდელობა აშკარაა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ დიდი ერთიანობისა და სიმტკიცის წყალობით, ჩვენ არ დავიყოფით", - განაცხადა მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა