კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოცნებამ გადაწყვიტა, დანილოვის განცხადებას ამოეფაროს და ქართული ოპოზიცია ისევ მთავარ მტრად გამოაცხადოს-დეკანოიძე

ნახვები: 422 ოცნებამ გადაწყვიტა, დანილოვის განცხადებას ამოეფაროს და ქართული ოპოზიცია ისევ მთავარ მტრად გამოაცხადოს-დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვს იმ ფორმულირებაში არ ეთანხმება, რაც ჩამოაყალიბა.

როგორც ჟურნალისტებს დეკანოიძემ განუცხადა, მის პარტიას გახმოვანებული აქვს, როგორ უნდა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია.

„პირველ რიგში, ეს არის მშვიდობიანი ინტეგრაცია. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რა მდგომარეობაა უკრაინაში და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ადამიანები მარიოპოლში, ხერსონში, ხარკოვში და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ამ განცხადებებს ამოეფაროს და ისევ ქართული ოპოზიცია მთავარ მტრად გამოაცხადოს. თქვენ თუ მოგისმენიათ ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგი კარასინის განცხადებებზე, რასაც ის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაზე აწყობს? მოგისმენიათ? - ამით არის ყველაფერი პასუხგაცემული. კობახიძეს კარასინზე არც ერთი საგანგებო ბრიფინგი არ ჰქონია", - განაცხადა დეკანოიძემ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა