მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას-სოზარ სუბარი

ნახვები: 348 უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას-სოზარ სუბარი

ჩვენ მტკიცედ და არაორაზროვნად ვიმეორებთ, რომ უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოში გააქტიურდა ე.წ. ომის პარტია, რომლის მიზანია საქართველოს ომში ჩართვა.

„სწორედ ამას ნიშნავს, როცა პირდაპირი ტექსტებით მოგვიწოდებენ, რომ რუსეთი დასუსტდა და სწორედ ახლა დადგა დრო, როცა საქართველომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს; რომ სასწრაფოდ, სწორედ ამ ცხელ დღეებში უნდა დავიწყოთ გამალებული შეიარაღება; რომ სახელმწიფომ სპეციალური თვითმფრინავებით უნდა გააგზავნოს შეიარაღებული მოხალისეები უკრაინის მხარდასაჭერად და ა.შ. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ... და როდესაც ჩვენ მტკიცედ და არაორაზროვნად ვიმეორებთ, რომ უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, ეს იწვევს შეურაცხმყოფელ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ. ე.წ. ომის პარტიის წარმომადგენელი ქართველი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების არაერთ განცხადებას აღარ გავიმეორებ, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. ძალიან რბილად ვიტყვი, რომ მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები ძალიან არამეგობრული და მიუღებელია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა