Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროპაში მეშვიდე ადგილზეა

ნახვები: 902 ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროპაში მეშვიდე ადგილზეა

Heritage-ის ინსტიტუტმა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. მოცემული კვლევიდან ირკვევა, რომ 2021 წელს საქართველომ თავისი საშუალო ქულა 0.1 პუნქტით გააუმჯობესა და ჯამში 77.2% შეადგინა. არსებული მდგომარეობით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში - მე-7 ადგილზეა.

რაც შეეხება უშუალოდ შეფასების კომპონენტებს, საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა ისეთ კომპონენტებში, როგორებიცაა ჯანსაღი ფისკალური მდგომარეობა, ასევე შეფასებები გაუმჯობესებულია მთავრობის მხრიდან ეფექტიან ხარჯვასა და სასამართლოს ეფექტურობაში. თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შეფასება სასამართლო სისტემის კომპონენტში კვლავ დაბალია და 100-დან 59.3 ქულას შეადგენს.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით გარკვეულ კომპონენტებში შეინიშნება რეგრესი, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების კომპონენტი, სადაც საქართველოს ქულა დაახლოებით 2 პუნქტით შემცირდა და 66.9% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მოცემული ინდექსი 12 ძირითადი პარამეტრისგან გამომდინარე იკვლევს, რამდენად თავისუფალია ესა თუ ის ქვეყანა. მოცემული შეფასება 184 ქვეყანას მოიცავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა