ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველო უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია-დავით ზალკალიანი

ნახვები: 403 უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველო უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია-დავით ზალკალიანი

საქართველო კატეგორიულად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილ აგრესიას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რისი დასტურიცაა საქართველოს პოზიციონირება უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში, სადაც საქართველო განუხრელად უერთდება უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებულ და კონსოლიდირებულ პოზიციას.

როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს უკრაინაში ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივებას და აფასებს მისიის საქმიანობაში ეუთო-ს თავმჯდომარეობის წვლილს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხსენებულ მისიაში საქართველოდან 30-ზე მეტი დამკვირვებელი მონაწილეობდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონურ მხარეს საერთაშორისო პერსონალის, მათ შორის, ქართველი დამკვირვებლების უსაფრთხო ევაკუაციისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველო და უკრაინა დღეს საერთო გამოწვევების წინაშე დგანან და საქართველო იყოს პირველი, რომლის წინააღმდეგაც 2008 წელს აგრესია განხორციელდა.

„ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ პოლონეთს, როგორც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში", - განაცხადა ზალკალიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა