ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, რუსეთის მხრიდან ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა

ნახვები: 415 ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, რუსეთის მხრიდან ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა

ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსის, ვიაჩესლავ ჩაუსის ცნობით, რუსეთის მხრიდან ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ჩაუსის განცხადებით, სროლის შედეგად დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკის შენობა და სავაჭრო ცენტრი.

„მთელი ღამის განმავლობაში მტერი ურტყამდა ჩერნიგოვს, მაგრამ ჩვენ ქალაქს აღვადგენთ და ის უკეთესი იქნება ვიდრე იყო",- განაცხადა ჩაუსმა.

ამავე ინტერვიუში ჩაუსი აცხადებს, რომ ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მოუხდებოდა მაცივრების ძებნა ცხედრების შესანახად, რადგან პროზექტურაში ადგილები არ არის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის მთავრობამ ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში საბრძოლო მოქმედებების შემცირების თაობაზე განაცხადა.

„ხშირად რუსები ერთს ამბობენ და სინამდვილეში სხვა რამე ხდება. მხოლოდ დრო გვაჩვენებს, რამდენი სიმართლეა რუსეთის სიტყვებში. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუდგებით მათ სიტყვებს", - განაცხადა ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა