კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საბაჟო პუნქტი აფხაზეთში - ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის-სიმონიანი

ნახვები: 652 საბაჟო პუნქტი აფხაზეთში - ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის-სიმონიანი

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ გუშინ აფხაზეთში ჩავიდა, ე.წ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა და მედიაცენტრი გახსნა.

სიმონიანი აცხადებს, რომ ის მადლიერია, რომ აფხაზები ახლა რუსეთთან ერთად იბრძვიან და სამარცხვინოდ მიიჩნევს აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის არსებობას, რომელიც, მისი თქმით, "მილიონობით რუსეთის მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს".

"გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. ჩვენ ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, მშვენიერი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი.

ახლა ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან.

ახლა ამიხსენით, რა საჭიროა ეს სამარცხვინო საზღვარი და საბაჟო პუნქტი აქ, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის, შეურაცხყოფს, როგორც იმ მილიონობით რუსის ღირსებას, ვინც ყოველწლიურად ამ საზღვარს კვეთს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, ვინც ჩვენ გამო სისხლს ღვრის", - აცხადებს სიმონიანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა