ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სოხუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარებას გამორიცხავს

ნახვები: 463 სოხუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარებას გამორიცხავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის" ჩატარება გამორიცხა.

"აფხაზეთს არ აქვს შეკითხვა რუსეთთან შეერთების სააითხზე. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის არჩევანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მოცემულობა. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს დააყენებენ. ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ იძლევა საკანონმდებლო გზით", - განაცხადა შამბამ.

უარის შემდეგ, კრემლმა ახალი გეგმა აამოქმედა და საინფორმაციო პროპაგანდა გააძლიერა. კრემლის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სოხუმში საგანგებო მისიით ჩავიდა. სიმონიანი შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებს. მათ საგანგებოდ გახსნეს ე.წ. საგანგებო დანაყოფი, პრესცენტრი

შეგასეხენებთ,
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს".

ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზა, ხალხის მისწრაფება და ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი", - აღნიშნულია ბიბილოვის განცხადებაში.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთის დუმაში გამოეხმაურენ. დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთს შეუძლია, გამოხატოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი და იურიდიული თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა