სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

არ არსებობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა გზა, გარდა რუსეთის იძულებისა, დაიცვას მშვიდობა-ზელენსკი

ნახვები: 407 არ არსებობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა გზა, გარდა რუსეთის იძულებისა, დაიცვას მშვიდობა-ზელენსკი

გლობალური უსაფრთხოების ბედი ახლა წყდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ომი დაიწყო.

„რუსეთმა დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ ფართომასშტაბური ომი. ის ბომბავს მშვიდობიან დასახლებებს და ჩვენს ხალხს, კლავს ბავშვებს, ბლოკადაში ჰყავს მოქცეული ქალაქები, ასობით ათასი ადამიანი წყლის, საკვების, სითბოსა და სინათლის გარეშე ჰყავს. ათასობით ბავშვი გაჰყავს, უფრო სწორად კი იტაცებს მათ უკანონოდ თავის ტერიტორიზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„არ არსებობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა გზა, ვიდრე რუსეთის იძულება, დაიცვას მშვიდობა. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის დაკისრება ყველაფერზე, რაც მან ჩაიდინა გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ. სახელმწიფომ, რომელიც არ თაკილობს ბირთვულ შანტაჟს მიმართოს, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ისეთი სანქციები, რომლებიც აჩვენებს, რომ შანტაჟს დამანგრეველი შედეგები აქვს შანტაჟის ავტორისთვის. ასევე, საჭიროა ქმედითი ინსტრუმენტი, რომ პასუხი აგებინო ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ბლოკავს საზღვაო სავაჭრო გზებს, რათა არ გაჩნდეს ცდუნება, რომ ზღვა მკვდრად აქცია. ახლა ასეთი ინსტრუმენტები არ არსებობს. ავსტრალიის ლიდერობა შეიძლება იყოს შეუცვლელი უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურის მოდერნიზებაში და უკრაინაში მშვიდობის აღდგენაზე მომუშავე ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერებაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

ავსტრალიელი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსნა 2014 წელს დონბასში სამგზავრო რეისის MH17-ის ჩამოგდება, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა არ აგო პასუხი ჩადენილზე. ზელენსკის აზრით, მსოფლიომ შესაბამისად არ დასაჯა რუსეთი 2014 წლის ინტერვენციისთვის, რითაც რუსეთი მორიგი აგრესიისთვის წაახალისა.

„ხშირად ამბობენ: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება. მე კიდევ დავამატებდი, დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება გაფრთოვანებული, ყოვლისშემძლეობის შეგრძნებით. მსოფლიოს რომ დაესაჯა რუსეთი იმისთვის, რაც მან 2014 წელს ჩაიდინა, არ იქნება უკრაინაში 2022 წელს შეჭრის ეს საშინელებები. შეცდომა ახლა უნდა გამოსწორდეს. მადლობელი ვარ ავსტრალიის დამპყრობლებისგან ჩვენი დაცვის ორპარტიული მხარდაჭერისთვის. იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა სახელმწიფომ უკვე აღმოუჩინა უკრაინას. კერძოდ, 70 ათასი ტონა ქვანახშირისთვის ჩვენი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის. თუმცა ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად შეგვიძლია, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, არც ერთი რუსული გემი არ უნდა იყოს დაშვებული პორტებში. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ნავთობის შეძენა კი ნიშნავს გლობალური უსაფრთხოების ძირის გამოთხრის დაფინანსებას.

ამასთან, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ავსტრალიურ სამხედრო ტექნიკას შეუძლია უკრაინის პოზიციების გაძლიერება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა