ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯო ბაიდენი - ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება

ნახვები: 341 ჯო ბაიდენი - ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება

ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება, მომარაგება საკმარისი არ არის, თუ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, ნავთობის მიწოდება უნდა გავზარდოთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბაიდენის თქმით, აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს. მისივე თქმით, ყოველდღიურად ბაზარზე ერთ მილიონ ბარელ ამერიკულ ნავთობს გაიტანენ და ეს ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„დღეს გავეცი ნებართვა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგიდან ყოველდღიურად მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანონ ბაზარზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.

„ჩვენთან ფასები იზრდება ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო. მომარაგება საკმარისი არ არის. თუ ჩვენ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, უნდა გავზარდოთ ნავთობის მიწოდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა