ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს

ნახვები: 464 ვოლოდიმირ ზელენსკი - ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს

ვიცით მტრის ჩანაფიქრი, ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 36-ე დღის ბოლოს გავრცელდა.

„ვიცი, რომ ყველას გსიამოვნებთ წაკითხვა და ახალ ამბებში ნახვა, რომ ჩვენი უკრაინული ქალაქები თანდათან თავისუფლდებიან ოკუპანტებისგან. ეს ასეა. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ნაციონალური გვარდია, ეროვნული გვარდია, დაზვერვა – ისინი ყოჩაღები არიან, და მადლობა მათ. კიევის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვოს მიმართულებით, სუმის ოლქში გრძელდება ოკუპანტების განდევნა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები თავადაც აცნობიერებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების ისეთივე ინტენსივობით წარმოება, როგორც ეს მარტის პირველ ნახევარში იყო, არ შეუძლიათ.

„მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსი სამხედროებისთვის ეს ტაქტიკის ნაწილია. ეს ყველაფერი ტყუილუბრალოდ არ ხდება. ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ. ვიცით, რომ იმ მიმართულებებიდან გადიან, სადაც მათ ვურტყამთ, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე. იქ, სადაც შეიძლება, ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა