რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ეკატერინე ტიკარაძე: ,,საპატრიარქოსგან დაფიქსირდა, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში''

ნახვები: 1274 ეკატერინე ტიკარაძე: ,,საპატრიარქოსგან დაფიქსირდა, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში''

,,ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობლივად მოვუწოდოთ თუ რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება'', - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სრულიად საქართველოს - კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქო არ ჩაერთვება აქტიურ პროპაგანდაში.

„ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და ასევე, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს მოქალაქეებისთვის. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს დღესდღეობით კოვიდპანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობლივად მოვუწოდოთ თუ რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება. აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში როგორც საქართველომ, ასევე მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით ჩვენ ვიმყოფებით.

საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა