ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩინეთი თუ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, სულ მცირე ნუ ჩაერევა ჩვენს სანქციებში-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 455 ჩინეთი თუ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, სულ მცირე ნუ ჩაერევა ჩვენს სანქციებში-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ჩინეთი თუ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, სულ მცირე ნუ ჩაერევა ჩვენს სანქციებში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირ-ჩინეთის ონლაინსამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ომის გახანგრძლივება და მსოფლიო ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება არავის ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით ჩინეთის ინტერესებში.

„ჩინეთთან გვქონდა საკმაოდ ღია და გულწრფელი აზრთა გაცვლა როგორც პრეზიდენტ სი ძინპინთან, ასევე პრემიერ ლი ტეციანთან. აღინიშნა, რომ ეს ვითარება განმსაზღვრელი მომენტია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის ხალხს, რადგან ისინი გაუმართლებელი აგრესიის წინაშე არიან. ეს ომი არის იმ ძირითადი პრინციპებისა და წესების დარღვევა, რომელიც ჩაკერებულია გაერო-ს წესდებაში. გაერო-ს წევრთა უმრავლესობა დგას ერთად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობის საკითხში.

ჩინეთს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, აქვს განსაკუთრებული პასუხიმგებლობა. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ დავაწესეთ მკაცრი სანქციები, რომლებიც ეფექტურია და რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ თუ ჩინეთი მხარს არ დაუჭერს, სულ მცირე ნუ ჩაერევა ჩვენს სანქციებში. ევროკავშირის არც ერთი მოქალაქე არ მიიღებს რუსეთისთვის ამ ომის წარმოების შესაძლებლობისადმი მხარდაჭერას. მეტიც, ეს იქნება უზარმაზარი ზიანი ჩინეთის რეპუტაციისთვის ევროპაში. რეპუტაციული რისკები აიძულებს სხვადასხვა კომპანიას, გამოვიდნენ რუსეთის ბაზრიდან. ბიზნესსექტორი აკვირდება ძალიან ყურადღებით და აფასებს, როგორ იქცევიან სხვა ქვეყნები, ეს არის ნდობის ფაქტორი და გადაწყვეტილებები ხანგრძლივ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

მსურს შეგახსენოთ, რომ ყოველდღიურად ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 2 მილიარდ ევროს აღემატება მაშინ, როცა რუსეთთან ეს მაჩვენებელი ჩინეთს 300 მილიონის ფარგლებში აქვს. ომის გახანგრძლივება და მსოფლიო ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება არავის ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით ჩინეთის ინტერესებში", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა