კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სააკაშვილი ხშირად იხლართება ტყუილსა და მართალში-ბექა ოდიშარია

ნახვები: 410 სააკაშვილი ხშირად იხლართება ტყუილსა და მართალში-ბექა ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იხლართება ხოლმე ტყუილსა და მართალში.

ოდიშარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ის ხშირად იხლართება ხოლმე ტყუილსა და მართალში, საკუთარ ტყუილსა და ნუ, სიმართლეში იშვიათად, მაგრამ ცდილობს, რომ მოდელირებული გახადოს. ძალიან ძნელია ევროპული სტრუქტურების, მითუმეტეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოდელირება. ყველაფერი ხდება პროტოკოლით, დადგენილი წესით, შესაბამისად ობიექტური გადაწყვეტილება დგება და ამას ჩვენც ვიღებთ მხედველობაში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მოპყრობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მისივე მიმართვის საფუძველზე შეწყვიტა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა