კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გათავისუფლებულია - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

ნახვები: 398 ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გათავისუფლებულია - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გათავისუფლებულია მტრისგან”, – განაცხადა ანა მალიარმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კიევის რაიონში 30 დასახლებულ პუნქტზე აღადგინეს კონტროლი.

„კიევის ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩვენმა ჯარებმა მტერი სახელმწიფო საზღვრისკენ განდევნეს. წარმატებით განდევნეს. გათავისუფლდა 30-ზე მეტი დასახლება”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, დმიტროვკაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სატანკო დანაყოფი და ბევრი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს. არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელებმა ხელთ იგდეს დიდი რაოდენობის რუსული სამხედრო ტექნიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევითი მოქმედებები წარმატებით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა