კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საკარანტინე სასტუმროებისთვის 66,6 მლნ ლარი გამოიყო

ნახვები: 673 საკარანტინე სასტუმროებისთვის 66,6 მლნ ლარი გამოიყო

PMCG Research-ის სტატისტიკის მიხედვით 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, სამთავრობო პროგრამაში ჩართულმა სასტუმროებმა ბიუჯეტიდან 66,6 მლნ ლარი მიიღეს.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პროგრამაში სულ 220 სხვადასხვა სასტუმრო იყო ჩართული. ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დაიხარჯა 2020 წლის აპრილში (9,7 მლნ ლარი), ხოლო ყველაზე ნაკლები - 2021 წლის იანვარში (2,2 მლნ ლარი).

პროგრამაში 2020 წლის მარტიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით საშუალოდ 94 სასტუმრო იყო ჩართული. ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დაიხარჯა 2020 წლის აპრილში (9,7 მლნ ლარი), ხოლო ყველაზე ნაკლები - 2021 წლის იანვარში (2,2 მლნ ლარი).

PMCG Research-ის დასკვნით ასევე გამოიკვეთა განთავსების სექტორის გარკვეულ ნაწილი, რომლებსაც სასტუმროების პროგრამამ შეღავათები გაუწია.

პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ დახარჯული თანხებიდან უდიდესი ნაწილი სწორედ საკარანტინე სასტუმროებზე და ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვებზე იქნა დახარჯული. გამოცხადდა სულ 847 ტენდერი, აქედან კონტრაქტი 229 მიმწოდებელთან გაფორმდა. უმეტეს შემთხვევაში შემსყიდველი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.

ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, საკარანტინე მომსახურება სულ 148 904 ადამიანს გაეწია, ხოლო ტურიზმის სექტორმა ამ პროგრამის მეშვეობით 3,644 თანამშრომლის შენარჩუნება შეძლეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა