Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

იმ ლიდერებმა, ვისაც ხელეწიფებათ უკრაინაში ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ-ღარიბაშვილი

ნახვები: 447 იმ ლიდერებმა, ვისაც ხელეწიფებათ უკრაინაში ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ-ღარიბაშვილი

იმ ქვეყნებს, იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რაც ხდება, საქარტველოსთვის უაღრესად შემაშფოთებელია.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის უერთდება მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინელებს მაქსიმალურად დაეხმარონ.

„დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის არც ერთი ხელისუფალი საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ. ამაზე მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადო. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს მთავრობის განცხადებები, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ განსხვავებული ფორმით, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნით. მე ვუერთები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატონ სხვა ფორმით, იქნებ ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეების დახმარების კუთხით. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია.

უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის არის უაღრესად შემაშფოთებელი. ოთხი ათასზე მეტი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის. ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს პროცესი გრძელდება. ამის შემჩერებელი სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავინ არის. მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინის მიმართ. ჩვენ 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ. ჩვენი დიდი სურვილია, ოცნებაა, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. იმ ქვეყნებს, იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა