ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ღირსეული პარტნიორი 2020“ დაიწყო

ნახვები: 288 „ღირსეული პარტნიორი 2020“ დაიწყო

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020" ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში მონაწილე კოლოფებად მოწყობილ პირად შემადგენლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას მათ ყურადღება გაამახვილეს პარტნიორობის მნიშვნელობასა და მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარებაზე, რომელსაც წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების, ასევე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.

„სიტყვით მიმართვამდე სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს „ღირსეული პარტნიორი 2020"-ში მონაწილე პირადი შემადგენლობის მზადყოფნის შესახებ პატაკი ჩააბარა. რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობის წევრებმა, თავდაცვის ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ასევე კოლოფებად მოწყობილმა სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

საქართველო „ღირსეულ პარტნიორს" მეხუთედ მასპინძლობს. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ორგანიზატორობით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესებას, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია".

წელს მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა