ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა-ზელენსკი

ნახვები: 415 რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა-ზელენსკი

რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „სიბიესთან" ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში ჩადენილი სასტიკი ქმედებისთვის არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა სამხედრო მეთაური, ვინც ბრძანებებს გასცემს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეუძლებელია კანონის ან აღკვეთის ღონისძიების დასახელება, რომელიც ადეკვატური იქნებოდა დამნაშავეებისთვის.

„ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს როდესაც ვპოულობთ, ასეთი რაღაცები არ მესმის. ბავშვები მოკლეს და აწამეს. ამ კრიმინალებისთვის მხოლოდ მოკვლა საკმარისი არ იყო. შეიძლება, ოქროს ან სარეცხი მანქანების წაღება უნდოდათ და კლავდნენ, მაგრამ ასევე აწამებდნენ. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ. ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ეროვნება. საუბარია ყველა ამ ეროვნების განადგურებაზე. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები და არ გვინდა, დავემორჩილოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვანადგურებენ და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ასე რომ, ეს არის მთელი ერის წამება", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა