ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამოცანაა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ

ნახვები: 346 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამოცანაა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ზალკალიანს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

მისივე თქმით, მთავრობის სურვილია, საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სხვა ნიშნულზე გადავიდეს.

პრემიერის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად მუშაობის პროცესში ამ ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს.

„მინდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა გადავუხადო დავით ზალკალიანს გაწეული საქმიანობისთვის. დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას, მის მშობლიურ უწყებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე. მას ამ 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა. ჩვენი მთავრობის დროს, მოგეხსენებათ, ბატონი დავითი ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილის რანგში, შემდეგ მინისტრის რანგში მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატო-ში ინტეგრაცია თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენი გუნდის სახელით, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო დავით ზალკალიანს და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. აშშ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ბუნებრივია, როდესაც ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მჯერა, დავითი ამას წარმატებით შეძლებს“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილი გახდა, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად გააგრძელებს მუშაობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა