კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში-ღარიბაშვილი

ნახვები: 441 ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში-ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა სჭირდება.

მისი განცხადებით, ამისთვის "მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს ტემპები და საქართველოში რაც შეიძლება, მეტი ჰესი აშენდეს".

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ მიმართულებით ბიზნესს შესაბამისი შეთავაზებათა პაკეტი მომავალ კვირას წარედგინება.

"ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები. ამის თაობაზე მე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მივეცი დავალება. ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ მოდელს და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, იმისთვის, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას. წლიდან წლამდე გვეზრდება ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება, ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან იდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას. ამ მიმართულებით მომავალ კვირს გვექნება პრეზენტაცია და წარვუდგენთ ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს". - თქვა პრემიერმინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა