ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საკადრო ცვლილებით მთავრობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი-ჰერმან საბო

ნახვები: 495 საკადრო ცვლილებით მთავრობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი-ჰერმან საბო

მთავრობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელსაც ნაკლები დამოუკიდებლობა ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ განუცხადა.

მისი თქმით, დავით ზალკალიანის „ტვიტერზე" გაკეთებული განცხადებები რაღაც თვალსაზრისით აცდენილი იყო პრემიერის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ილია დარჩიაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნით „ალბათ, ასეთ აცდენებს აღარ ვნახავთ".

„მიღებული საკადრო ცვლილებით მთავრობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელსაც ნაკლები დამოუკიდებლობა ექნება და შეიძლება, ნაკლებად გაექცეს ხელი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაზე და ერთიანი იქნება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან. დავით ზალკალიანი ადეკვატურ განცხადებებს „ტვიტერზე" აკეთებდა და რაღაც თვალსაზრისით, ეს განცხადებები აცდენილი იყო პრემიერის განცხადებებს. ალბათ, ასეთ აცდენებს აღარ ვნახავთ და პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები ერთიანი იქნება", - განაცხადა ჰერმან საბომ.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა