ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც უკრაინაშია-ზურაბ აზარაშვილი

ნახვები: 406 გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც უკრაინაშია-ზურაბ აზარაშვილი

ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის. დაღუპული ადამიანები, მიწასთან გასწორებული ქალაქები. ზუსტად აქედან გამომდინარე იყო პრემიერის გუშინ გაკეთებული კომენტარი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა სთხოვეს, უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება შეეფასებინა.

საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელია. ოთხი ათასზე მეტი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის".

ზურაბ აზარაშვილის თქმით, პრემიერის ამ განცხადებას სრულიად ეთანხმება.

„რაც შეეხება უკრაინაში ომს და პრემიერის გაკეთებულ კომენტარს. ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან ცუდია, რაც უკრაინაში ხდება ყოველდღიურად, მძიმე სიტუაცია, რაც ამ ქალაქებშია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის, დაღუპული ადამიანები, მიწასთან გასწორებული ქალაქები. ზუსტად აქედან გამომდინარე იყო პრემიერის გუშინ გაკეთებული კომენტარი, რასაც სრულიად ვეთანხმები", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა