კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა

ნახვები: 439 ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის აღნიშნა, რომ ურთიერთობა წარმატებულია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნისა და მწვანე პორტების მიმართულებით.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიან თანამშრომლობას და მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და ა.შ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე რაჰმან ჰამატოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.
---

Irakli Garibashvili, Prime Minister of Georgia met Rashad Nabiyev, Minister of Digital Development and Transport of the Republic of Azerbaijan today.

Meeting was focused on the various directions of cooperation existing between the two countries, including the successful relations within the scope of Baku-Tbilisi-Kars (BTK) Railway, Black and Caspian Sea Transport Corridor, Persian Gulf-Black Sea Corridor and Green Ports.

It was noted that coordinated cooperation between the two countries facilitates the attraction of cargo to the Europe-Asia Transport Corridor, which will ultimately make a positive impact on the regional development and long-term prosperity through peace and stability.

According to the Prime Minister of Georgia, the country supports peaceful cooperation in the region of South Caucasus and stands ready to support the regional dialogue on topics of economic, trade and cultural development, etc.

This is the aim of the Peaceful Initiative of the Prime Minister of Georgia, which envisages the establishment of a format of dialogue and cooperation between Azerbaijan and Armenia.

Discussion was also related to the impact of military activities in Ukraine on the overall security environment.

Meeting held at the Government Administration was attended by Rəhman Hümmətov, Deputy Minister of Digital Development and Transport of the Republic of Azerbaijan; H.E. Faig Guliyev, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of the Republic of Azerbaijan to Georgia; Levan Davitashvili, Deputy Prime Minister and Minister of Economy and Sustainable Development of Georgia.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა