გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

ნახვები: 397 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.

ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, კომიტეტის წარმომადგენლებსა და სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო.

„ჯანდაცვის კომიტეტმა და მოწვეულმა სტუმრება სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 11 აპრილიდან ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა