საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

საქართველო კონტრაბანდული დერეფანი თუ გახდა, ეს არ დაიმალება-იაგო ხვიჩია

ნახვები: 343 საქართველო კონტრაბანდული დერეფანი თუ გახდა, ეს არ დაიმალება-იაგო ხვიჩია

გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო, ამას ნიშნავს, ეს განცხადება, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ხვიჩია გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში".

იაგო ხვიჩიას თქმით, მეტი დეტალიზაციაა საჭირო, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი. მისივე განცხადებით, საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი თუ გახდა, ეს არ დაიმალება.

„ზოგადად, არაფერი გამორიცხული არ არის, უბრალოდ, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას მეტი დეტალიზაცია სჭირდება. თუ საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება და მტკიცებულებებიც დაიდება. ასევე სხვადასხვა ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც ვთქვათ, ამ საქმეში გარეულები არიან. ამიტომ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ გამართლებულიყო პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ. გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთ, ამას ნიშნავს ეს განცხადება. მგონია, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით, უკრაინული ინფორმაცია ექნება ამერიკულ მხარეს. უბრალოდ, ვინ გაახმოვანებს ამ ინფორმაციას ეს სულ სხვა გარემოებაა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა