თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უკრაინული დაზვერვის ე.წ. განცხადება ცილისმწამებლური, ნამდვილად არამეგობრული და ბინძური პროვოკაცია იყო-იონათამიშვილი

ნახვები: 393 უკრაინული დაზვერვის ე.წ. განცხადება ცილისმწამებლური, ნამდვილად არამეგობრული და ბინძური პროვოკაცია იყო-იონათამიშვილი

საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იციან ის ქმედებები, რომელსაც საქართველო რუსული აგრესიის შესაჩერებლად ახორციელებს. დაზვერვის განცხადება სამწუხაროდ იმ სულისკვეთებას იმეორებდა, რასაც თუნდაც ხატია დეკანოიძე უკრაინულ არხებზე კომენტარების დროს აკეთებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში".

რატი იონათამიშვილის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მტრულია არა მხოლოდ „ქართული ოცნების", არამედ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

„გუშინ ერთმანეთის პარალელურად გამომრიცხავი განცხადებები მოვისმინეთ. ერთი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც საქართველოს მუშაობა რუსული აგრესიის შესაჩერებლად საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასებით გამოირჩა. ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი ქმედებები საერთაშორისო პარტნიორებთან არის კოორდინირებული. მეორე მხრივ, ჩვენ მოვისმინეთ უკრაინული დაზვერვის ე.წ. განცხადება, რომელიც ცილისმწამებლურია და მძიმე პროვოკაციას წარმოადგენს. ეს ნამდვილად არამეგობრული და ბინძური პროვოკაცია იყო. საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იციან ის ქმედებები, რომელსაც საქართველო რუსული აგრესიის შესაჩერებლად ახორციელებს. დაზვერვის განცხადება სამწუხაროდ იმ სულისკვეთებას იმეორებდა, რასაც თუნდაც ხატია დეკანოიძე უკრაინულ არხებზე კომენტარების დროს აკეთებდა. ეს განცხადება მტრულია არა მხოლოდ „ქართული ოცნების", არამედ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ის გარემოება და ფაქტი, რომ ის ადამიანები, ვინც საქართველოში უმძიმეს დანაშაულში არიან ბრალდებული და მსჯავრდებული, მათ შორის ადამიანების წამებაში, სიცოცხლის მოსპობაში და სხვა უმძიმეს დანაშაულებში, თუნდაც სააკაშვილი, თუნდაც ადეიშვილი და თუნდაც სხვა პირები, რომლებიც უკრაინის მთავრობაში გარკვეულ თანამდებობებს იკავებენ, ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს ამ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც ასეთი ადამიანები, ვინც გამოცდილია მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს და დანაშაულებრივ სისტემას ჰქმნიდნენ, ახლა უკრაინის ხელისუფლებაში გარკვეულ პოზიციებს იკავებენ, ეს ცხადია გარკვეულ რისკებს ქმნის იმათ დაკავშირებით, რომ დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული დოზებით იქნებ. ვინაიდან ეს ადამიანები სინამდვილეში ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან და არ კონკრეტულად „ქართულ ოცნებას", - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა