ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დანიამ რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მომუშავე დაზვერვის 15 რუსი ოფიცერი გააძევა

ნახვები: 484 დანიამ რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მომუშავე დაზვერვის 15 რუსი ოფიცერი გააძევა

უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გაჟღერების საპასუხოდ, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მომუშავე დაზვერის 15 რუსი ოფიცრის გაძევების შესახებ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი" დანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე იეპე კოფოდზე დაყრდნობით იუწყება.

„ეს არის სისასტიკისა და ომის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც, როგორც ჩანს, ბუჩაში მოხდა. ჩვენ გვინდა, რუსეთს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ დანიის მიწაზე ჯაშუშობა მიუღებელია", - აღნიშნა კოფოდმა.

მანამდე, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთის საელჩოში დასაქმებულია ჯაშუშობაში ჩართული დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა