„კრიზისზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ," - ამის შესახებ დღეს, 28 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წამომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კომპრომისი დემოკრატია და ევროპული გზაა.
„ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში ყველა იმ ინსტიტუციასთან მქონდა კონსულტაციები, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს ინსტიტუციები მოიცავდა, როგორც პრეზიდენტ მიშელს, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას. ევროკავშირი აქტიურად ჩართულია, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. კრიზისზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. მე მგონია, რომ წინა მისია, რომელიც საქართველოში განხორციელდა იყო, ამ საკითხების კარგად გაცნობა. ყველა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესებში იყო ჩართული კარგად იციან მეორე მხარის აზრები. ასევე კარგად იციან, რისი გაკეთებაა საჭირო, იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა ნახონ კომპრომისი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამაში დახმარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მე მინდა ვთქვა, რომ ახლა გამბედაობის და კომპრომისის დროა, კომპრომისი არაა სისუსიტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია, კომპრომისი დემოკრატიაა და კომპრომისი ევროპული გზაა, - განაცხადა დანიელსონმა.
შეგახსენებთ:
* ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.
* დანიელსონს მანდატი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეთანმებით მიენიჭა.
* პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში.
* კრისტიან დანიელსონი კარგად იცნობს საქართველოს - 2015 წლიდან იგი ევროკავშირის სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.
* საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა.
* ვითარების განმუხტვის მიზნით, ევროკავშირისა და აშშ-შის ელეჩების შუამვლობით დაიწყო პროცესის ფასილიოტაცია. მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა.
* ოპოზიციამ რამდენიმე პირობა წამოაყენა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები. გამოითქვა მოსაზრება პლებისციტის ჩატარების შესახებაც.
* 1-ელ მარტს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ფასილიტაციიდან მედიაციის პროცესზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლეთა შეხვედრა გაიმართა მისი მონაწილეობით.
* შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შედგენილია 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის გარშემოც მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.
* 12 მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა.
* 13 მარტს, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
*15 მარტის მონაცემებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.
* 15 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ასოცირების საბჭოს სხდომა 16 მარტს გაიმართა.
* „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში," - განაცხადა 16 მარტს, საჭოს სხდომის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
* 17-18 მარტს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებსი მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდა.
* 18 მატის შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა - მოლაპარაკება ვერ შედგა.
* 19 მარტს, კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.
* 22 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება, რაც თავად მიშელმაც დაადასტურა.
* 23 მარტს, აშშ-ის სენატში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.
* 23 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე დევიდ კრამერმა და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე საქართველოზე ანგარიში წარადგინეს.
* 27 მარტს, ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა, საერთო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების იმ ნაწილში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მათთვის, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, პარლამენტში შევა.
* 27 მარტს, კრისტიან დენიელსონი საქართველოში დაბრუნდა და მოლაპარაკებების მაგიდა 29 მარტიდან კვლავ განახლდება.
* 28 მარტს, დანიესლონი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.