ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს:თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულში

ნახვები: 455 ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს:თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულში

რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ, რომ გაიგოთ ფაქტები, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა რუსულ ენაზე დაიწყო, სადაც რუს ხალხს მიმართა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვაში, უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულს აღწერს.

„მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი და გამაოგნებელია, რომ თქვენი მთავრობა ამას გიმალავთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, თუ ნახავთ მიმდინარე მოვლენებს, თქვენ არ დაუჭერთ მხარს მის ომს. არ გთხოვთ, რომ სიტყვაზე მენდოთ, უბრალოდ შედით „ვიპიენით" და მიიღეთ წვდომა დამოუკიდებელ ინფორმაციაზე, როცა აღმოაჩენთ სიმართლეს, გაუზიარეთ სხვებს. ამაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან და ისტორია არ დაივიწყებს მათ, ვინც ამ დროს სხვაგან იხედებოდა. თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს", - აცხადებს ბორის ჯონსონი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა