დათო გამცემლიძე: რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების გამკაცრება გარდაუვალი ჩანს – ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და დასავლეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს
გოჩა მირცხულავა: „ნადარაიადა“ თუ რაღაც ასეთი შეიძლება დავარქვათ იმ ცირკს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს
ტრამპმა და რუტემ უკრაინაში ომის დასრულება, ირანის კონფლიქტი და ნატო-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდა განიხილეს
აშშ-მა უკრაინისთვის F-16-ის გამანადგურებლების აღჭურვილობისა და ტექნიკური მხარდაჭერის 622-მილიონიანი შეთანხმება დაამტკიცა
გიორგი ზურაბაშვილი: მოსკოვის ქმედებები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული
რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება – მძღოლებს მთაწმინდის ქუჩებიდან პირდაპირ სანაპიროსა და კოსტავას ქუჩაზე გასვლა შეეძლებათ
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
სანდრო ბარამიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას – ნადარაიამ პროცესუალური წესები დაარღვია

დათო გამცემლიძე: უკრაინული მხარე ვალდებულია დადოს მტკიცებულებები

ნახვები: 1399 დათო გამცემლიძე: უკრაინული მხარე ვალდებულია დადოს მტკიცებულებები

უნდა ვაღიარო, რომ ომის დაწყებისთანავე ღარიბაშვილმა საკმაოდ ოსტატურად გააბუნდოვანა სიტუაცია სანქციებთან დაკავშირებით და ეს გააკეთა სპეციალურად.

გახსოვთ ალბათ, რომ ომის (ანუ რუსეთის აგრესიის) დაწყებიდან მესამე დღეს პრემიერმა თქვა: “საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსო”.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა დასავლურ რესურსთან ინტერვიუში: “საქართველო შეუერთდა ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ”.

არა ვარ დარწმუნებული, ეს შეთანხმებული თამაში იყო, თუმცა გამორიცხული არაა.

დასავლელი დამკვირვებლებიც კი მხრებს იჩეჩდნენ: “ვეღარ გავიგეთ, რომელი ამბობს სიმართლესო”.

სინამდვილეში ორივე სიმართლეს ამბობდა. უფრო ზუსტად, არც ერთი არ ამბობდა ტყუილს (ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია).

ანუ, როდესაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს, ის გულისხმობს, საქართველო არ დააწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, როგორიც დააწესა ბევრმა ქვეყანამ საკუთრივ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით.

მაგალითად, საკუთარი გადაწყვეტილებით დაასანქცირა კონკრეტული რუსი თანამდებობის პირები, საკუთარი გადაწყვეტილებით ჩაკეტა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის, აკრძალა კონკრეტული სასაქონლო ნომენკლატურის იმპორტ-ექსპორტი და ა.შ.

აქ საქართველოს ისედაც ბევრი არაფერი შეეძლო, თუმცა ეს სხვა თემაა, თუ რა შეეძლო და რა არ შეეძლო. სიმბოლურად კი შეეძლო რაღაცეები.

როგორც სჩანს ღარიბაშვილისთვის მთავარი ის იყო, რომ რუსულ მედია-სივრცეში, ცხინვალის რეფერენდუმის წინ, გაჟღერებულიყო ასე: “საქართველო არ შეუერთდა სანქციებს”. და ეს იმ ფონზე, როცა თბილისმა ხმა მისცა აბსოლუტურად ყველა პრინციპულ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ გაეროს, ეუთოს, ევროპსაბჭოს, ჰააგის სასამართლოს “მოედანზე.

როდესაც ზურაბიშილი აცხადებდა, რომ საქართველო საერთაშორისო საქნციებს შეუერთდა, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ საქართველო შეუერთდა იმ კოლექტიური (!) სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას (ყველას არა. საქართველო ამ ალიანსთა წევრი არ არის), რომელიც დასავლეთმა, ევროკავშირმა, NATO-მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღეს უპირველესად ფინანსურ სფეროში. ასევე ორმაგი დანიშნულების საქონლის პირდაპირი ან ტრანზიტული მიწოდების (და არა იმპორტის) მხრივ.

თუ ის, რაც უკრაინამ განაცხადა (კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზება) სიმართლეა, ეს ამ ბალანსის უხეში დარღვევა გამოდის და სწორედ ამიტომ მოჰყვა ასეთი მწვავე რეაქცია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

იმ ვითარებაში, როცა (ეს ცოტამ იცის თუმცა ნამდვილად ასეა) ომის დაწყებისთანავე, საქართველოს თხოვნითვე (!) ყველა საზღვარზე, სწორედ ასეთი “გაუგებრობების” გამოსარიცხად განლაგდნენ აშშ და დიდი ბრიტანეთის, ასე ვთქვათ “დამკვირვებლები” (ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს) ,  ნამდვილად ეჭვი მეპარება მთავრობას გაებედა და არ შეეწყვიტა ნებისმიერი ორმაგი ან სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტი.

ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ეს ძალიან კარგად იციან. ამას აფასებენ.

მით უმეტეს იციან, რომ, უკაცრავად და, საქართველოსგან განსხვავებით მათ არავინ მიასუნინებთ არც აზერბაიჯანის, არც თურქეთის, არ ირანის და თქვენ წარმოიდგინეთ არც სომხეთის საბაჟო პუნქტებზე.

ისე, ჩვენი სომეხი მეგობრები და პარტნიორები ჩვენზე ბევრად თავნებანი არიან დასავლეთთან ურთიერთობებში, რისი მაგალითიცაა რომ 30 წლის განმავლობაში ბევრად ღრმა კავშირები აქვთ ირანთან და მათ ამისთვის თითსაც ვერ უქნევენ განსხვავებით საქართველოსგან, რომელსაც ბევრჯერ დაუქნიეს ამისთვiს თითი.

თან ზოგჯერ ძალიან შეურაცხმყოფელი ფორმით. აღარ დავაკონკრეტებ.ესეც სხვა თემაა.

ახლა მოკლედ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამას. ვ ე რ ა!

ესე იგი USA, UK....”დამკვირვებელთა” პირველი სიგნალისთანავე შეწყვეტდა კონკრეტული პროდუქციის ექსპორტს.

ან ის როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საწარმო “დელტას” გაებედა სამხედრო მოწყობილობის ექსპორტი რუსეთში? ღამის ხედვის აპარატურა სამხედრო მოწყობილობაა!

სწორედ ამიტომ ვასკვნი: უკრაინული მხარე უბრალოდ ვალდებულია (!) დააკონკრეტოს და დადოს მტკიცებულებები იმ საზარელი ბრალდებებისა, რომ საქართველო მონაწილეობს ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ეს პირდაპირი მონაწილეობაა!

ან პირდაპირი მონაწილეობა “იქნებოდა” თუ სიმართლე არაა.

ბელორუსია რომ მონაწილეობს, იგივე სომხეთი რომ მონაწილეობს, ყირგიზეთი რომ მონაწილეობს - სხვაა.

იმათ სულ კარ აინტერესებთ რას განაცხადებს კიევი, მაგრამ საქართველო - სხვაა.

 

დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა