თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით ზალკალიანი: წვრთნების მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-ს და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლებაა

ნახვები: 227 დავით ზალკალიანი: წვრთნების მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-ს და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2020" დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წლევანდელი წვრთნების მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-ს და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა.

„განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მივესალმები საქართველოში მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2020" დაწყებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, აშშ-სა და ნატო-ს სტანდარტებთან ჩვენი თავსებადობის შემდგომი გაზრდის, თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მივესალმებით სწავლებაში ნატო-ს წევრი ქვეყნების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედროების მონაწილეობას. გლობალური პანდემიის მიუხედავად, წელს ამ წვრთნების ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და ნატო-ს მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აშშ-სთან და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი ქვეყანა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებისა და ვალდებულებების ერთგულია და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად კვლავაც აქტიურ როლს შეასრულებს რეგიონული და საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

არსებული გამოწვევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, წლევანდელი სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მჯერა, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები, და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებას საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

წყატო: IPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა