კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩემი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან-ოხანაშვილი

ნახვები: 376 ჩემი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან-ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განმარტებას აკეთებს ჟურნალისტებთან დღეს გაკეთებული კომენტარის შესახებ.

საუბარია ოხანაშვილის იმ კომენტარზე, სადაც ის ამბობს: „უკრაინის ხელისუფლებასთან შუამავალი თუ „ნაცმოძრაობა" უნდა გვყავდეს, მშვიდობაში მოიხმარონ, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე კარგად თუ დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება".

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან.

„ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება „ნაცმოძრაობისა" და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან. დღეს, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა „ნაცმოძრაობის" პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ. ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები. ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის, თითქოს ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებაზე და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა