ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის მხრიდან ბრალდებები მიუღებელი და უსაფუძვლოა-ირაკლი ჩიქოვანი

ნახვები: 422 უკრაინის მხრიდან ბრალდებები მიუღებელი და უსაფუძვლოა-ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში".

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თუ რაიმე ინფორმაცია არსებობს და ამის დაზუსტებაა საჭირო, ქართული მხარის მხრიდან კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოდგენს.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბრალდებები, რომლებიც ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმის, სრულიად მიუღებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. თუ რაიმე ინფორმაცია არსებობს და ამის დაზუსტებაა საჭირო, არსებობს შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოდგენს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ასევე შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას გუშინ გაკეთებული განცხადება, სადაც კულება ამბობს: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი".

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი.

„რაც შეეხება მოწოდებას დამტკიცებასთან დაკავშირებით, საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები. მეორე მხრივ, ჩვენი რეგიონი არის ურთულესი რეგიონი და საქართველო არც ერთ შეთხვევაში არასოდეს არ ყოფილა სანქციების თავის არიდების ადგილი. სამწუხაროა, რომ მეგობრული სახელმწიფოს ხელისუფლებას ასეთი პოზიცია აქვს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ურთულეს პერიოდში უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის ინტერესების დასაცავად საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობდა, მათ შორის მუშაობდა მრავალმხრივ ფორმატში.

„ვიცი, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, მეც მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან. ჩვენ მრავალჯერ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატში ვმუშაობდით, რათა უკრაინის ინტერესები დაგვეცვა. ჩვენ ერთად გვიმოქმედია, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ეჭვი მაქვს, პოლიტიკურ სუბიექტებს ძალინ კარგადაც ესმით იმ ნაბიჯების მნიშვნელობა, რომელიც საქართველომ გადადგა. როგორ გგონიათ, კომუნიკაციის გარეშე ხდება ის, რომ ჩვენ ვართ თანასპონსორები გაერო-ს რეზოლუციის? ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დაწყებულიყო გამოძიება. როგორ გგონიათ, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ევროპის საბჭოში, როგორც ორგანიზაციაში, რუსეთის გარიცხვასთან დაკავშირებით, მათ შორის საპარლამენტო ნაწილში, ჰაერიდან მოდის და უშედეგოა? საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი, უპირობოა და ეს არის პოლიტიკურ, ასევე ჰუმანიტარულ ჩარჩოებში, რასაც გავაგრძელებთ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა