თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ იარაღის გარეშე-დმიტრო კულება

ნახვები: 346 უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ იარაღის გარეშე-დმიტრო კულება

რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხდა.

როგორც კულებამ აღნიშნა, ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

„ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრების გასამართად ჩამოვედი. ჩემი დღის წესრიგი მარტივია. იქ მხოლოდ სამი პუნქტია, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დახმარების საუკეთესო გზა ახლა ყველა იმ აუცილებლობით უზრუნველყოფაა, რაც საჭიროა პუტინის შესაჩერებლად და რუსეთის არმიის დასამარცხებლად უკრაინაში. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ, როგორ გავიმარჯვოთ, თუმცა იარაღის გარეშე. ამ გამარჯვებას თან უზარმაზარი მსხვერპლი სდევს. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება. ქალაქები და დასახლებები არ განადგურდება", - განაცხადა კულებამ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა