კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა

ნახვები: 432 ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერაზე მიმდინარე რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგებზე.

„ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაძლიერებლად. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ვალდებულებას, კიდევ უფრო გააღრმაონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მიაღწიოს კონკრეტულ და სწრაფ პროგრესს რეფორმების მნიშვნელოვან პრიორიტეტებში, განსაკუთრებით შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი დაძლევის, სასამართლო სისტემის რეფორმისა და შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების მიღების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა