ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კახა კალაძეს შეხვდა

ნახვები: 400 უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კახა კალაძეს შეხვდა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი თბილისის მერ კახა კალაძეს შეხვდა.

საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარების გადაუდებელი საკითხები, საქართველოს სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნა, ასევე კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის ფინანსური დახმარება.

უკრაინის საელჩოს ცნობით, კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია საკრებულოსთან თანამშრომლობით მზად არის, იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინის გმირების" სახელის მინიჭების საკითხზე.

„უკრაინულმა მხარემ მადლობა გამოხატა თბილისის მერიის მიერ უკრაინისთვის 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის (საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ა.შ.)", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა