თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, რომ სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით უკრაინისთვის უფრო მეტი გააკეთონ-

ნახვები: 345 ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, რომ სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით უკრაინისთვის უფრო მეტი გააკეთონ-

ნატო-ს მოკავშირეები და ნატო უკრაინას მხარს უჭერს უკვე მრავალი წელია, ყირიმის ანექსიის დროსაც და 2014 წელს რუსეთის შეჭრის დროსაც, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, მინისტრმა კულებამ განაცხადა რომ დღის წესრიგში დგას იარაღი, იარაღი და იარაღი და მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება მყისიერად, მას მიწოდების სისწრაფე, სიჩქარე აშფოთებს, რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ, რას აკეთებთ თქვენ და ნატო-ს პარტნიორები, რომ მალე მიეწოდოს უკრაინას იარაღი, განსაკუთრებით ეს ბრძოლა არის ძალიან მძიმე, დონბასში რაც მოხდა გაუგონარი იყო და მზად არის თუ არა უკრაინა, რომ გააგრძელოს ასე ბრძოლა, სტოლტენბერგმა აღნიშნა: „ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა მივაწოდეთ უკრაინას".

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა და ნატო-მ არსებითი მხარდაჭერა გამოუხატა უკრაინას წვრთნით, აღჭურვილობით და ა.შ.

„როდესაც ჩვენ ვიხილეთ სადაზვერვო უწყებები განსაზღვრავდნენ უფრო ფართომასშტაბიან შეჭრას, ჩვენ რა თქმა უნდა, ნაბიჯები გადავდგით, როცა შეჭრა უკვე განხორციელდა, ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა მივაწოდეთ უკრაინას. მთავარი მესიჯი დღეს რა იყო, რომ მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ და მათ მზაობა აქვთ ამ მიმართულებით. მათ სამხედრო აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას და შესაბამისად, ისინი აანალიზებენ, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია და გადაუდებელია, მყისიერად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ჩვენ მინისტრ კულებასთან ერთად აქტიურად ვისაუბრეთ და ვმუშაობთ ამ საკითხების განხილვაზე. უკრაინის წარმომადგენლებთან სხვადასხვა შეხვედრები იმართება და ჩვენ მაქსიმალურად ინფორმირებული ვართ მათი საჭიროებების შესახებ. მოკავშირეები ნამდვილად მზად არიან, რომ უფრო მეტი გააკეთონ სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა